რუმინეთის მთავრობის კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პოლიციელებისა და პედაგოგების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები 4000 ევროთი დაჯარიმდებიან
რუმინეთის მთავრობის კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პოლიციელებისა და პედაგოგების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები 4000 ევროთი დაჯარიმდებიან

რუმინეთში სახელმწიფო მოხელეთა შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების შესაძლოა, 4000 ევროთი დაჯარიმდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც რუმინული მედია წერს, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პოლიციელებისა და პედაგოგების მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებები 5-დან 20 ათას ლეიმდე (4000 ევრო) ჯარიმით დაისჯება.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ სახელმწიფო მოხელეთა მითითებებს და გაითვალისწინონ მათი სამუშაო გრაფიკი. წესრიგის დამრღვევი პირები, შესაძლოა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანონ.

ხელისუფლებამ კანონპროექტი მას შემდეგ წარადგინა, რაც რამდენიმე სახელმწიფო მოხელე უკმაყოფილო მოქალაქეთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი გახდა.