რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი რუმინეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანას ემხრობა
რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი რუმინეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანას ემხრობა

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი რუმინეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანას ემხრობა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუმინეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

როგორც ლივიუ დრაგნია ამბობს, საელჩოს გადატანა პრაქტიკული მიზეზების გამოა საჭირო.

“ისრაელის ყველა ცენტრალური ინსტიტუტი იერუსალიმშია, ამიტომ ელჩებს თელ-ავივიდან იერუსალიმში სიარული მუდმივად უწევთ” – აცხადებს დრაგნია.

მანამდე რუმინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპს უჭერს მხარს.

ლივიუ დრაგნია ამჟამად რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებს.