რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანიდან მიღებული ნედლი ნავთობის პარტია დაბინძურებული აღმოჩნდა
რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანიდან მიღებული ნედლი ნავთობის პარტია დაბინძურებული აღმოჩნდა

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანიდან მიღებული ნედლი ნავთობის პარტია დაბინძურებული აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს აზერბაიჯანული ნავთობის პრობლემების შესახებ კომპანია OMV Petrom-მა აცნობა. კომპანიამ 16-18 ივლისს თურქეთის ჯეიჰანის პორტში 92 ათასი ტონა ნედლი ნავთობის პარტია მიიღო, თუმცა განტვირთვისას ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს პარტია ორგანული ქლორიდებით იყო დაბინძურებული.

ჩატარებული ანალიზების შედეგების გამო კომპანიამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა კიდევ 92 000-ტონიანი პარტიის ჩატვირთვაზე.

უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად და შიდა ბაზარზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კომპანიამ სახელმწიფო მარაგებიდან 80 ათასი ტონა ნავთობი და 30 ათასი ტონა დიზელის საწვავი მოითხოვა.