რუმინეთის დედაქალაქში მთავრობის გადადგომა 40 ათასამდე ადამიანმა მოითხოვა
რუმინეთის დედაქალაქში მთავრობის გადადგომა 40 ათასამდე ადამიანმა მოითხოვა

რუმინეთის დედაქალაქში მთავრობის გადადგომა 40 ათასამდე ადამიანმა მოითხოვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბუქარესტში, სამთავრობო რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის მემარცხენე ცენტრისტული კოალიციის პოლიტიკა გააპროტესტეს.

აქცია რუმინეთის დედაქალაქში უკვე მეორედ ჩატარდა. 11 აგვისტოს ღამის აქცია შეადრებით მშვიდი იყო და დიდი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

საპროტესტო აქციაზე ერთი დემონსტრანტი დააკავეს, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, 12 დემონსტრანტი კი შეუძლოდ გახდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის დაშლას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას ითხოვენ.

დემონსტრანტება უკმაყოფილება გამოთქვეს საგადასახადო სისტემისა და საპენსიო რეფორმის, სოციალური დახმარების სისტემის მიმართაც.

დატოვე კომენტარი