რუმინეთის ბირთვული სადგურის პირველმა რეაქტორმა ელექტროსისტემაში პრობლემის გამო მუშაობა შეაჩერა
რუმინეთის ბირთვული სადგურის პირველმა რეაქტორმა ელექტროსისტემაში პრობლემის გამო მუშაობა შეაჩერა

რუმინეთის ბირთვულ სადგურზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პირველმა რეაქტორმა მუშაობა შეაჩერა.

რუმინეთში ამბობენ, რომ რეაქტორის გაჩერების მიზეზი ელექტრობლოკის ნაწილში წარმოქმნილი პრობლემა გახდა.

სახელმწიფო კომპანია Nuclearelectrica-ში აცხადებენ, სიმძლავრე 55%-მდე შეამცირა კვების მეორე ერთეულმაც.

გავრცელებული ცნობით, მეორე რეაქტორმა მუშაობა სრული დატვირთვით ტუმბოს ძრავის ნაწილის ჩანაცვლების შემდეგ უკვე განაახლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს მოსახლეობაზე და გარემოზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

რუმინეთის სახელმწიფო ბირთვულ სადგურ Nuclearelectrica-ს ორი 706 მეგავატიანი რეაქტორი აქვს. ეს ერთადერთი ბირთვული სადგურია რუმინეთში, რომელიც ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.