რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევიან
რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევიან

რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 24-26 ივნისს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ წერს.

„ევროკავშირი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი ასევე ნიშნავს ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ჩვენ 24-26 ივნისს ჩავალთ სამხრეთ კავკასიაში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტით“, – წერს რუმინელი დიპლომატი.

დატოვე კომენტარი