რუმინეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის გამო პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის გამო პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს.
„მინდა, მივულოცო მათ, ვინც მეორე ტურში გადავიდა, სოციალ-დემოკრატიული პარტია შედეგებს არ გაასაჩივრებს, თუნდაც განსხვავება ძალიან მცირე იყოს“, – თქვა ჩიოლაკუმ.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს.
მეორე ტურში, დიდი ალბათობით, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ წარმომადგენელი, პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი გადავა.