რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

09:33, 26.05.2019

რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობა და დღე, როდესაც შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე.

 

მსგავსი