რუმინეთი-ნორვეგია კორონავირუსის გამო გადაიდო
რუმინეთი-ნორვეგია კორონავირუსის გამო გადაიდო

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი რუმინეთსა და ნორვეგიას შორის, ერთ-ერთი სკანდინავიელი ფეხბურთელის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო.

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელს ბუქარესტში გამგზავრებამდე „კოვიდ-19“ დაუდასტურდა და სკანდინავიელთა შტაბმა გადაწყვიტა, რომ რუმინეთში საერთოდ არ წასულიყვნენ.

ნორვეგიულმა მხარემ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უეფა-ს სპეციალურ სამსახურს აცნობა, თუმცა როგორ ვერდიქტს გამოიტანს ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ ნორვეგიის ეროვნულ გუნდს გამოუცხადებლობისთვის ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.