რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები გახდნენ, ახალი წესები 2025 წლის იანვრიდან შევა ძალაში
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები გახდნენ, ახალი წესები 2025 წლის იანვრიდან შევა ძალაში

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები გახდნენ. აღნიშნულ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით ახალი წესები ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.

საპასპორტო ვალდებულებებისგან თავისუფალ შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრიანების პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ პირველად დაადგინა მათი მზადყოფნა გაწევრიანებისათვის.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ავსტრიამ, როგორც ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ, მოხსნა ვეტო გასულ თვეში ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე.

ბუდაპეშტის შეთანხმება ითვალისწინებს შემოწმების შემოღებას უნგრეთსა და რუმინეთს შორის და რუმინეთსა და ბულგარეთს შორის სახმელეთო საზღვრებზე, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში „საჯარო პოლიტიკისა და შიდა უსაფრთხოებისთვის რაიმე სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

დათმობა გამიზნული იყო ავსტრიის მუდმივი შეშფოთების შესამსუბუქებლად არალეგალური მიგრაციის კუთხით. მიგრაციული ნაკადების შესაჩერებლად სასაზღვრო შემოწმების გამოყენება სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ ბლოკში.

გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები არიან მათ შორის, ვინც მიმართა ამ ზომებს ბოლო თვეებში.

საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე შემოწმებები მიმდინარე წლის დასაწყისში გაუქმდა.

შენგენის ზონა ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები მიღწევაა, რომელიც ამჟამად მოიცავს 29 ქვეყანას და თითქმის 450 მილიონ ადამიანს.