რუმინეთი 6:3 საქართველო - პირველი ტაიმი
რუმინეთი 6:3 საქართველო - პირველი ტაიმი

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საქართველოსა და რუმინეთს შორის ქალაქ კლუჟის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 6:3 დასრულდა.

თამაშში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. დასაწყისშივე მეტოქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. რუმინელები მატჩის მე–8 წუთზე ფლორინ ვლაიკუს მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რის შემდეგაც თამაშის ტემპმა იმატა. პირველ ნახევარში ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა. მე–17 წუთზე ჯარიმა თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხა. 27–ე წუთზე ვლაიკუმ სხვაობა ექვსამდე გაზარადა. მორიგი საჯარიმო დარტყმა აბჟანდაძემ 40–ე წუთზე შეასრულა. ამჯერად ზუსტად – 6:3. ტაიმის მიწურულს ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და აშკარად დომინირებდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ბორჯღალოსანთა მონაწილეობით საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ.