რუმინელი სენატორის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა 14-დღიანი იზოლაციის რეჟიმში გადავიდა
რუმინელი სენატორის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა 14-დღიანი იზოლაციის რეჟიმში გადავიდა

რუმინელი სენატორის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ქვეყნის მთელი მთავრობა 14-დღიანი იზოლაციის რეჟიმში გადავიდა.

სენატორი, ვერჯილ ჩიტა ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში იმყოფებოდა, როდესაც მემარჯვენე პარტიები ახალი მთავრობის ფორმირებას ცდილობდნენ.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ლუდოვიკ ორბანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის მისი „ეროვნულ ლიბერალური პარტიის“ რამდენიმე წევრი თვითიზოლაციაში იქნება.

ლიბერალური დროებითი მთავრობა, უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, თებერვლის დასაწყისიდან მოქმედებს. რუმინეთში კორონავირუსით 70 ადამიანია დაინფიცირებული, ექვსი კი სრულად გამოჯანმრთელდა.