რუმინელი ევროპარლამენტარი – ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად იყოს დაცული
საქართველოს სტაბილურობა და ევროპული გზა არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ეს უნდა იყოს გარანტირებული, – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი კორინა კრეცუ „ტვიტერში“ წერს.
„ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ძალისხმევას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად იყოს დაცული“, – წერს რუმინელი ევროპარლამენტარი.
The stability and European path of #Georgia cannot be negociated – they must be guaranteed!
I deeply appreciate the efforts of President @Zourabichvili_S and PM @GharibashviliGe. All political forces of #Georgia must ensure that the 19 April Agreement is fully respected! pic.twitter.com/SFL2BEA7H8— Corina Creţu (@CorinaCretuEU) July 29, 2021