რუმენიგემ განაცხადა, რომ გერმანულ კლუბებს 2019/2020 წლების სეზონის ბოლომდე მიყვანა სურთ
რუმენიგემ განაცხადა, რომ გერმანულ კლუბებს 2019/2020 წლების სეზონის ბოლომდე მიყვანა სურთ

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ გერმანულ კლუბებს 2019/2020 წლების სეზონის ჩამთავრება აქვთ განზრახული:

„პირველად, კორონავირუსის შესახებ ჩვენი შანხაის ოფისის საშუალებით გავიგე. ჩემმა კოლეგამ, რომელიც პასუხისმგებელია კლუბის საერთაშორისო საქმეებზე, სასწრაფოდ ჩინეთის ოფისის დახურვა მოგვთხოვა.

გერმანული ლიგა ვირუსს წარმატებით ებრძვის. ახლა მთავარია, რომ ძლიერი კლუბები სუსტებს გვერდში დაუდგნენ. ჩვენთან სეზონის ბოლომდე მიყვანაზე ყველა თანახმაა.

36 კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემპიონატის გაგრძელებაზე, თუნდაც ეს 30 ივნისის შემდეგ მოხდეს“, – განუცხადა რუმენიგემ AS-ს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პანდემიად გამოცხადებული კოვიდ19-ით უკვე მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული.