რუმენიგემ ფლიკის „ბაიერნიდან“ წასვლა გამორიცხა #1TVSPORT
რუმენიგემ ფლიკის „ბაიერნიდან“ წასვლა გამორიცხა #1TVSPORT

მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ უარყო გავრცელებელი ხმები, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთთნელი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. 

„ვესაუბრე გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტს, ფრიტც კელერს და მისგან შევიტყვე, რომ ფლიკი ახლო მომავალში მსგავს შემოთავაზებას არ მიიღებს, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები Kicker-ს.

– ჩვენ ვგეგმავთ, რომ ფლიკთან კონტრაქტის ამოწურვამდე ვითანამშრომლოთ. მე თვითონ ფლიკსაც ვესაუბრე და დავუდასტურე, რომ მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

„ბაიერნი“ ფლიკის ხელმძღვანელობით შესანიშნავ სეზონს ატარებს და გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

დატოვე კომენტარი