რუმენიგე - სანამ ლევანდოვსკი გვყავს, ჰაალანდი არ გვჭირდება
რუმენიგე - სანამ ლევანდოვსკი გვყავს, ჰაალანდი არ გვჭირდება

მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ის გავრცელებული ხმები ხმები უარყო, თითქოს „ბაიერნი“ „დორტმუნდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის, ერლინგ ჰაალანდის შეძენას გეგმავს.

„ჰაალანდმა გერმანიაში ერთი წელი გაატარა და ნამდვილ გმირად იქცა. ის ნამდვილი მხეცია და ძალიან ბევრი გოლი გააქვს, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Tuttosport“ – ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს Golden Boy.

თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სანამ ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს, ჰაალანდი არ გვჭირდება. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ, მაგრამ სანამ მე „ბაიერნში“ ვარ, ჩვენ ლევანდოვსკის მსგავს ფეხბურთელს არ შევიძენთ“.