რუმენიგე „ბარსელონადან“ მესის წასვლაზე - ესპანეთის ჩემპიონატმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა #1TVSPORT
რუმენიგე „ბარსელონადან“ მესის წასვლაზე - ესპანეთის ჩემპიონატმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც კატალონიური გრანდის სრული ფიასკოთი დამთავრდა. მიუნხენელებმა „ბარსელონას“ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, კატალონიელებს კი კარში ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონდათ.

რუმენიგეს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ასეთი რეგრესი პირველ რიგში გუნდიდან არგენტინელი სუპერვარსკვლავის წასვლას უკავშირდება.

„ჩვენ ვაკვირდებოდით გუნდს, –  ციტირებს Bild კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს. – მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ თითქოს სული ამოაცალეს. ესპანეთის ჩემპიონატმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. მათ ურთულესი პერიოდი უდგათ“.