რუმენიგე „ბაიერნის“ ტრანსფერებზე - მანე და დე ლიგტი არ არიან მსოფლიო დონის ფეხბურთელები, რატომ აქებენ სალიჰამიჯიჩს? #1TVSPORT
რუმენიგე „ბაიერნის“ ტრანსფერებზე - მანე და დე ლიგტი არ არიან მსოფლიო დონის ფეხბურთელები, რატომ აქებენ სალიჰამიჯიჩს? #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილ დირექტორს კარლ-ჰაინც რუმენიგეს არ მიაჩნია სადიო მანე და მატეის დე ლიგტი ტოპ-დონის მოთამაშეებად. ეს ფეხბურთელები ამ ზაფხულს „ლივერპულიდან“ და „იუვენტუსიდან“ გადავიდნენ მიუნხენურ კლუბში.

„რატომ აქებს ყველა ჰასან სალიჰამიჯიჩსა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ზაფხულის ტრანსფერებისთვის? სიმართლე ითქვას, მე ვერ შევუერთდები ამ საყოველთაო ზეიმს.

სადიო მანესა და მატეის დე ლიგტისა მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის ისინი არ არიან მსოფლიო დონის ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, მანე კარგად ითამაშებს ბუნდესლიგაში და გაიტანს თავის გოლებს, მაგრამ ის 30 წლისაა და არ მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ტოპ-დონეა. ეს რომ ასე ყოფილიყო, იურგენ კლოპი „ლივერპულში“ მის დასატოვებლად იბრძოლებდა.

დე ლიგტის მიმართ კიდევ უფრო მეტი სკეპტიციზმი მაქვს. რა თქმა უნდა, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაგრამ სამი სეზონი „იუვენტუსში“ დროის კარგვა იყო მისთვის. „აიაქსში“ კარიერის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, მან ვერ შეძლო განვითარების გაგრძელება. ჩემი აზრით, ძალიან თამამი განცხადებაა „ბაიერნის“ დაცვის ლიდერად გამოცხადება“, – დაწერა რუმენიგემ Sportbuzzer.de-ზე თავის ბლოგში.