რუხის საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ 14-მა პაციენტმა დატოვა

22:55, 01.12.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კიდევ 14-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში 154 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე კი კი მართვით სუნთქვაზეა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 80 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ყველა მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს და ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან.

დღის განმავლობაში კლინიკაში 22 კოვიდდადასტურებული პაციენტი შეიყვანეს.

მსგავსი