რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 15 პაციენტმა დატოვა

21:57, 12.11.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ 15 პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 139 კოვიდ დადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

დღის განმავლობაში კლინიკაში 15 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. მათგან ყველაზე მეტი, ათი პაციენტი ზუგდიდის მკვიდრია. კლინიკაში ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტთა უმრავლესობას ორმხრივი პნევმონია აქვს.

მსგავსი