რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 152 პაციენტი მკურნალობს

17:31, 05.11.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 152 პაციენტი მკურნალობს. მათგან რვა არასრულწლოვანია და ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 50 პაციენტის – საშუალო სიმძიმის.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. ამასთან, ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.

მსგავსი