რუხის კლინიკაში პაციენტს კორონავირუსის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა, ცხელების ცენტრების 242 პაციენტს კი, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა

10:12, 05.09.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში პაციენტს კორონავირუსის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა, ცხელების ცენტრების 242 პაციენტს კი, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ​4 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში​ კორონავირუსზე 243 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის ცხელების ცენტრების პაციენტი 21, მედპერსონალი 42, კარანტინიდან 2, თვითიზოლაციიდან 6, შსს თანამშრომლები 135, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი 29, ეპიდკერაში მყოფი პირი 8.

მსგავსი