რუდოლფო ჯულიანი - ირანი იზოლირებული უნდა იყოს, ვიდრე მმართველი რეჟიმი არ შეიცვლება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფო ჯულიანი აცხადებს, რომ ირანი იზოლირებული უნდა იყოს, ვიდრე ქვეყანაში რეჟიმი არ შეიცვლება.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია ირანი გახდეს სტაბილური. ეს ჯულიანიმ ვარშავაში განაცხადა, სადაც დღეს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იხსნება.
„რეალობა ასეთია – ირანის იზოლაცია აუცილებელია, ვიდრე ის არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება სტაბილური ირანი, რომელიც პრობლემებს არ ქმნის. ყველამ იცის, რომ ქვეყანა ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსპორია მსოფლიოში“, – განაცხადა რუდოლფო ჯულიანიმ.
ჯულიანის გამოსვლის პარალელურად, ვარშავაში აქცია გამართეს ირანის ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი ქვეყანაში მმართველი რეჟიმის ცვლილებას ითხოვენ.