ჩელსის მცველი ანტონიო რუდიგერი სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.
ფეხბურთელმა ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში (1-1) მიიღო და, როგორც კლუბი იტყობინება, მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
ლონდონელები ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და მეხუთეზე მყოფ არსენალს ორი ქულით უსწრებენ.
პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება.