რუდიგერი სეზონის დარჩენილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს
რუდიგერი სეზონის დარჩენილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს

ჩელსის მცველი ანტონიო რუდიგერი სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

ფეხბურთელმა ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში (1-1) მიიღო და, როგორც კლუბი იტყობინება, მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

ლონდონელები ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და მეხუთეზე მყოფ არსენალს ორი ქულით უსწრებენ.

პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება.