„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სინანული გამოთქვა იმ გამოუყენებელი შანსების გამო, რომელიც მის გუნდს „ბაიერნთან“ ნახევარფინალში ჰქონდა. მიუნხენურმა კლუბმა 3:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.
„ჩვენ უნდა წაგვეყვანა ანგარიში, მაგრამ გნაბრის ბრწყინვალე თამაშის წყალობით წინ ისინი გავიდნენ. გვქონდა უსამართლობის შეგრძნება იმის გამო, რაც მოედანზე ხდებოდა, თუმცა, მეორე ტაიმში მაინც არ ვნებდებოდით.
შესვენების შემდეგ, უფრო ფართოდ და ხარისხიანად ავთამაშდით. შეიძლებოდა სხვაობის შემცირება, მაგრამ ისინი ნოიერმა გადაარჩინა.
„ბაიერნისთვის“ ეს არ იყო იოლი მატჩი, ამიტომაც იყვნენ თამაშის შემდეგ ასეთი ბედნიერები“, – განაცხადა გარსიამ.