„რუბინმა“ დავითაშვილს აღიარება მიულოცა - განვითარებას და ზრდას ვუსურვებთ
„რუბინმა“ დავითაშვილს აღიარება მიულოცა - განვითარებას და ზრდას ვუსურვებთ
ყაზანის „რუბინმა“ წარმატება მიულოცა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე 2019 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
„ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. გილოცავთ ნომინაციაში გამარჯვებას! ფეხბურთელს მუდმივ თვითგანვითარებას და პროფესიონალურ ზრდას ვუსურვებთ” – წერია „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ წერილში.
18 წლის დავითაშვილი ყაზანის „რუბინში“ წელს გადავიდა, დიდი როლი ითამაშა 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გასვლაში და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაშიც ჩაატარა.