„რუბინის“ დირექტორი - დავითაშვილი ჩვენიანია, კარგი მოთამაშეა და ხელი არ შევუშალეთ #1TVSPORT
„რუბინის“ დირექტორი - დავითაშვილი ჩვენიანია, კარგი მოთამაშეა და ხელი არ შევუშალეთ #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა გუნდიდან ზურიკო დავითაშვილის წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს კარიერის აწყობაში ხელი არ შეუშალეს.

„რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ჩვენ ბევრი ლეგიონერი გვყავდა. ჩვენი ვარაუდით, კიდევ ერთი ლეგიონერი სტარფელტი წავიდოდა – ასეთ შემთხვევაშიც დავითაშვილი ზედმეტი ლეგიონერი იქნებოდა. ზურიკო ჩვენიანია, კარგი მოთამაშეცაა და ამიტომ ხელის შეშლა არ გვიცდია. მოვიწვიეთ და ვკითხეთ – რას ფიქრობ? მან გვითხრა, რომ არ სურს იჯარით წასვლა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ გავუშვით. ადამიანურად ასეც უნდა მოვქცეულიყავით“, – ეს სიტყვები საიმანოვმა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში თქვა.

„რუბინმა“ დავითაშვილის წასვლის შესახებ სეზონის დაწყებამდე მცირე ხნის წინ განაცხადა. კონტრაქტი 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და ზურიკომ ხელშეკრულება რუსეთის პრემიერლიგის ტულას „არსენალთან“ გააფორმა.

დავითაშვილმა „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში უკვე ითამაშა. ბოლო ტურში მოსკოვში „ლოკომოტივთან“ გამართულ შეხვედრაშიც, რომელსაც ტულელები მე-80 წუთამდე (ზურიკო 76-ე წუთზე შეცვალეს) 0:1-ს იგებდნენ. საგოლე შეტევა სწორედ 20 წლის ქართველმა წამოიწყო, მაგრამ 79-ე წუთზე „არსენალს“ მოთამაშე გაუგდეს და საბოლოოდ, 1:3 დამარცხდნენ.