„რუბინი“ ლეგიონერებს შეელევა - ქართველებს პერსპექტივის გამო არ შეეხებიან
„რუბინი“ ლეგიონერებს შეელევა - ქართველებს პერსპექტივის გამო არ შეეხებიან

გამოცემა „ბიზნეს-ონლაინის“ ცნობით, ყაზანის „რუბინში“ ბიუჯეტის შეკვეცის შემდეგ ლეგიონერების გაშვებაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები ხელშეუხებლები არიან.

„გუნდს განაცხადში ცხრა უცხოელი ჰყავს. საჭირო იქნება ერთი მათგანის შერჩევა, ვისაც კლუბი ამ სეზონის შემდეგ შეელევა. ახალ ლიმიტის პირობებში ჩვენ თითოეული ლეგიონერის პერსპექტივები შევაფასეთ,“ – წერს გამოცემა.

„რუბინში“ საქართველოს ნაკრების შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ. მათთან დაკავშირებით გამოცემა საინტერესო მოსაზრებას აჟღერებს.

„ახალგაზრდა ქართველებს, მათი პერსპექტივების გამო, შეიძლება ხელშეუხებლები ვუწოდოთ. ამ ეტაპზე „რუბინიდან“ მათი წასვლის ვარიანტი არ განიხილება. ერთ დღეს, ამ ნიჭიერი ბიჭების გარშემო შესაძლებელია გუნდის აწყობაც ან მათ ტრანსფერებში დიდი საკომპენსაციო თანხის მიღება,“ – ამტკიცებს „ბიზნეს-ონლაინი“.