რუბენ ბარახა - „ვალენსია“ მამარდაშვილის თაობაზე „ლივერპულის“ შეთავაზებას არ დათანხმდა #1TVSPORT
„ვალენსიის“ მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„ლივერპული“ აპირებდა მის შეძენას და შემდეგ იჯარით „ბურნმუთში“ ერთი ან ორი წლით გაშვებას, რადგან მათი პირველი ნომერი ალისონ ბეკერია. მამარდაშვილი „ლივერპულთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, სანამ უშუალოდ „ვალენსიიდან“ „ბორნმუთში“ იჯარით წავიდოდა.
თუმცა, „ვალენსიის“ მენეჯერმა, რუბენ ბარახამ თქვა, რომ მამარდაშვილის და ასევე ხავი გუერას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გადასვლაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მას ქართველი მეკარის შესახებ კითხვა ორჯერ დაუსვეს.
„ხავი გუერა თითქმის დარწმუნებული იყო გადასვლაში, წასვლას აპირებდა და კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული ეგონა. არ ვიცი, გიორგიც იმავე ვითარებაში იყო თუ არა. მამარდაშვილის შესახებ უნდა ვთქვა, რომ მისი საკითხი ძალიან მარტივადაა – გიორგი კვლავ ჩვენი ფეხბურთელია და მის შესახებ ჯერ „ვალენსიისთვის“ ოფიციალურად არ მოუმართავთ. სანამ ახალი არაფერი მოხდება, ჰიპოთეზებზე საუბარს არ ვაპირებ. ის მზადაა, „ბარსელონასთან“ ითამაშოს.
საერთოდ, სატრანსფერო „ბაზარი“ გამოუცნობია და „ვალენსიის“ სიახლეებზე ჯერ ახალს ვერაფერს გეტყვით. სანამ „ბაზარი“ ღიაა, კლუბები ფეხბურთელებს ყიდულობენ, ტრანსფერებს ახორციელებენ. მე ორიენტირებული ვარ ხვალინდელ თამაშზე, გიორგი კი ჩვენთანაა. მე არ შემიძლია, ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა“, – ამბობს რუბენ ბარახა.
შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელებს 35 მილიონი ევრო შესთავაზა.