რუბენ ამორიმი - მსურს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 წელი დავრჩე #1TVSPORT
რუბენ ამორიმი - მსურს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 წელი დავრჩე #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა გუნდში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა.

„გუნდში ახალი ლიდერები გვეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ლიდერთა ჯგუფში ბრუნო ფერნანდეში, ლისანდრო მარტინესი, ჰარი მაგუაიერი, დიოგო დალო, ტომ ჰიტონი და ნუსერ მაზრაუი იქნებიან.

„მსურს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 წელი დავრჩე. ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი მიზანია. გასული სეზონის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, ახლა მთავარი მომავალია“, – განაცხადა ამორიმმა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისური ფეხბურთის გრანდი გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა, მასთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე გავიდა.