რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კო​ბი-გუდაურის მონაკვეთზე სპეციალისტები მონიტორინგს აგრძელებენ
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კო​ბი-გუდაურის მონაკვეთზე სპეციალისტები მონიტორინგს აგრძელებენ

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ​კო​ბი-გუდაურის მონაკვეთზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები მონიტორინგს აგრძელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა და 24 საათიანი მონიტორინგი. მონიტორინგის მიზნით,სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იმყოფება.

მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში, სპეციალისტების მიერ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვა, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.