რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება უქმდება

18:46, 09.08.2021

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

„პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი