რთულ მეტოქეებთან სათამაშოდ - 17-წლამდელები ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან #1TVSPORT
გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შეკრიბა, რომელიც 23-დან 29 მარტის ჩათვლით გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდის მატჩებს შოტლანდიაში ითამაშებს, სადაც უძლიერეს ჯგუფში მოხვდა – მასპინძლების გარდა, გუნდი გერმანიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის, გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. 17-წლამდე ნაკრებს, ტრავმის გამო მარცხენა მცველი, გელა სადღობელაშვილი და თავდამსხმელი გიორგი პარკინაშვილი ვერ დაეხმარებიან.
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (დინამო თბილისი)
მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია (ყველა – დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია)
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ლაშა გადილია, გიორგი რობაქიძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, ნიკოლოზ ნინიძე (ყველა – დინამო თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა)
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია, ლუკა პარკაძე (ორივე – დინამო თბილისი)
U17 ელიტ რაუნდი. მატჩების განრიგი:
23 მარტი
გერმანია V საქართველო
26 მარტი
ჩეხეთი V საქართველო
29 მარტი
საქართველო V შოტლანდია