რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების თემა არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების თემა არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად

ადამიანის უფლებების თემა არ უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად და ძალისმიერი ქმედებების გამართლებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„ქვეყნების გარკვეული ჯგუფების კონიუნქტურული ინტერესებისთვის ადამიანის უფლებების მისადაგების მცდელობები არ წყდება. შენარჩუნებულია სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისთვის ცალმხრივი იძულებითი ზომებისა და ძალისმიერი ქმედებების განხორციელებისთვის ადამიანის უფლებების თემატიკის გამოყენების ტენდენცია. საჭიროა ამ მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმა და თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ფოკუსირება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.