აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლ როუზ ნამაიუნასს კორონავირუსისგან ოჯახის ორი წევრი გარდაეცვალა. ამ ინფორმაციას როუზის აგენტი ბრაიან ბატლერი ადასტურებს.
„როუზი იმედოვნებს, რომ ოქტაგონს მალე დაუბრუნდება. დღეისათვის კი ჩვენ ხალხს ვთხოვთ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ ტრაგედიას“-აცხადებს ბატლერი.
ნამაიუნასს ბრძოლა 18 აპრილს ჯესიკა ანდრადესთან უნდა გაემართა. ღონისძიების ოფიციალურად ჩაშლამდე როუზი დაპირისპირებას მოეხსნა და მიზეზი სწორედ მის ოჯახში მომხდარი შემთხვევაა.