„როტორმა“ სპარინგში გაიმარჯვა - კვირკველია და არაბიძე დაასვენეს
„როტორმა“ სპარინგში გაიმარჯვა - კვირკველია და არაბიძე დაასვენეს

ვოლგოგრადის „როტორმა“ მეორე თურქულ შეკრებაზე სამი დაგეგმილი საკონტროლო მატჩიდან ერთი ჩაატარა – გუნდი, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ყაზახურ „აქტობეს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ნიკა ყიფიანი იყო, რომელიც მეორე ტაიმში ზუკა დავითაშვილმა შეცვალა. ცნობილია, რომ გუნდთან კონტრაქტი ბექა მიქელთაძემ გაწყვიტა, ხოლო ილია ბერიაშვილი „თელავს“ მაისამდე დაუბრუნდა. რაც შეეხებათ საბა კვირკველიას და გიორგი არაბიძეს, მათ ამჯერად არ უთამაშიათ – ისინი მწვრთნელმა დაასვენა.

როტორისთვის“ ეს დაუგეგმავი საკონტროლო მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას გუნდი 5 თებერვალს ბულგარულ „სლავიასთან“ გამართავს, 6 თებერვალს – მონტენეგროს ჩემპიონატის ლიდერ „ბუდუჩნოსტთან“, ხოლო შეკრებას ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ სპარინგით დაასრულებს.