„როტორმა“ „ბუდუჩნოსტი“ დაამარცხა - დავითაშვილი ფორმაში შედის [ვიდეო]

ვოლგოგრადოსროტორმა“ (სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება) თურქულ შეკრებაზე ორ დღეში მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, – გუნდი ამჯერად ჩერნოგორიის უმაღლესი ლიგის პოდგორიცას „ბუდუჩნოსტს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი იყო და ორივემ ნახევარდაცვის ფლანგზე ითამაშა – ზურიკო დავითაშვილმა მარცხენა ფლანგზე, ხოლო ნიკა ყიფიანმა – მარჯვენაზე.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და პირველ ტაიმში ორჯერ შეუტია. პირველად საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მეორედ კი ჯარიმა შეასრულა და მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში ზურიკომ თანაგუნდელი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა, ჩერნოგორიელები ძელმა იხსნა.

ვოლგოგრადელებმა 2:1 მოიგეს. მეორე საგოლე შეტევა სწორედ დავითაშვილმა განავითარა. აღსანიშნავია, რომ „ბუდუჩნოსტი“ ზედიზედ ბოლო 17 მატჩი წაუგებელი იყო, მის ანგარიშზე 15 გამარჯვება და ორი ფრე გახლდათ.