8 აგვისტოს უეფა-ს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ როტერდამის „დე კუიპზე“ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.
უეფა-მ შეხვედრაზე უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მიავლინა. მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკო იქნება. მას ასისტენტობას ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ვიტალი რომანოვი იქნება.
როტერდამიდან „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.