როსტოვის ოლქში საცხოვრებელს სახლში აფეთქება მოხდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინციდენტი როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ აზოვში, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოედო. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან სულ 49 ადამიანი ევაკუაცია განახორციელეს.
მეხანძრეები საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.