როსტოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
როსტოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა.
„ღამის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა: კიდევ ორი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მათი ოჯახები დახმარებას მიიღებენ“, – თქვა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა.
კამენსკში რამდენიმე შენობა, მათ შორის, რკინიგზის სადგური დაზიანდა, ხოლო სოფელ სტარაია სტანიცაში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, ხანძარი უკვე ჩამქრალია.