როს უილსონი - წინასაარჩევნოდ არის დაძაბული პერიოდი, არსებობს მწვავე რიტორიკა, თუმცა აუცილებელია, შენარჩუნდეს მშვიდი ტონი
როს უილსონი - წინასაარჩევნოდ არის დაძაბული პერიოდი, არსებობს მწვავე რიტორიკა, თუმცა აუცილებელია, შენარჩუნდეს მშვიდი ტონი

წინასაარჩევნოდ არის დაძაბული პერიოდი, არსებობს მწვავე რიტორიკა, თუმცა აუცილებელია, შენარჩუნდეს მშვიდი ტონი და ქვეყანამ გააგრძელოს სწრაფვა დემოკრატიისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.

როგორც როს უილსონმა განაცხადა, საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებობს გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ამ პერიოდისთვის ეს დამახასიათებელია.

„საკმაოდ კარგ დროს ჩამოვედი საქართველოში, წინასაარჩევნო გარემოა და არსებობს გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ეს დამახასიათებელია ამ პერიოდისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. გვქონდა ასევე შეხვედრები საპრეზიდენტო კანდიდატებთან და ვგეგმავთ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს არის დაძაბული პერიოდი, არსებობს მწვავე რიტორიკა, თუმცა აუცილებელია, შენარჩუნდეს მშვიდი ტონი და ქვეყანამ გააგრძელოს სწრაფვა დემოკრატიისკენ, ტოლერანტობისკენ”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.