„ჩელსის” ნახევარმცველი როს ბარკლი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.
26 წლის ფეხბურთელი ბირმინგემულ კლუბში იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
„როსის დონის ფეხბურთელის მიღება – ნამდვილი წარმატებაა ჩვენი კლუბისთვის. დარწმუნებული ვარ, ის აქ უფრო მეტად განვითარდება და გააუმჯობესებს გუნდის თამაშს“, – თქვა „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა დინ სმიტმა.
ბარკლი „ჩელსიში“ „ევერტონიდან“ გადავიდა 2018 წლის იანვარში. ამ სეზონში მან სამი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.