რონალდუს თამაში სუპერკლასიკოში კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ბეილი სათადარიგო იქნება
რონალდუს თამაში სუპერკლასიკოში კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ბეილი სათადარიგო იქნება

მოახლოებული სუპერკლასიკოს წინ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს მადრიდის “რეალის” ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს. მისი თამაში “ბარსელონას” წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, 32 წლის პორტუგალიელს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და უკვე ორი ვარჯიში გამოტოვა. როგორც Football Espana წერს, რონალდუ სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ “რეალის” კიდევ ერთი შემტევი გარეტ ბეილი “ელ კლასიკოს” სათადარიგოთა სკამზე შეხვდება. Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უელსელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჯერაც არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

აქედან გამომდინარე, ზინედინ ზიდანი ვერ გარისკავს 28 წლის უელსელის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას.