რონალდუმ 2018 წელს უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე “არსენალმა”, “მილანმა”, “მანჩესტერმა”, “დორტმუნდმა” და “ჩელსიმ”

17:43, 19.03.2018

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის 2017-18 წლების ჩემპიონატის სასტარტო 14 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ “დეპორტივოსთან” 21 იანვრის მატჩმა ყველაფერი შეცვალა და იქიდან მოყოლებული, კრიშტიანუმ ბოლო 9 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

კულმინაცია 29-ე ტურის მატჩში მოხდა, როდესაც პორტუგალიელმა “ხირონას” კარი ოთხჯერ აიღო. ამ მატჩის შემდეგ რონალდუმ 2018 წელს ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი გოლებით ბევრ ევროპულ გრანდს გაუსწრო:

კრიშტიანუ რონალდუ – 18
არსენალი – 17
მილანი – 17
მანჩესტერ იუნაიტედი – 15
დორტმუნდი – 14
ჩელსი – 12

“ხირონასთან” მატჩის შემდეგ, რონალდუმ გაუსწრო ლუის სუარესსაც და მეორე ადგილზე გადავიდა ლა ლიგას ბომბარდირთა დავაში. ახლა, პორტუგალიელი მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება ლიონელ მესის:

მდგომარეობა 20 იანვრისთვის:
მესი – 18 გოლი
რონალდუ – 4 გოლი

მდგომარეობა 18 მარტისთვის:
მესი – 25 გოლი
რონალდუ – 22 გოლი

სულ კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 2017-18 წლების სეზონის 36 ოფიციალურ მატჩში 37 გოლი და 6 შედეგიანი პასი მოდის.

მსგავსი