რონალდოს სკამზე დასმით მუნდიალის მოგება შეუძლებელია - ფიგუ სანტუშს მაროკოსთან წაგების გამო აკრიტიკებს #1TVSPORT
რონალდოს სკამზე დასმით მუნდიალის მოგება შეუძლებელია - ფიგუ სანტუშს მაროკოსთან წაგების გამო აკრიტიკებს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ლუიშ ფიგუმ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან წაგებისა და ტურნირიდან გამოვარდნის გამო გააკრიტიკა.

პორტუგალიელები მაროკოელებთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 0:1 დამარცხდნენ, ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ კი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ შეცვლაზე შევიდა.

„მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებ, სანამ რონალდუ სათადარიგოთა სკამზეა. კარგი, შენ დაამარცხე შვეიცარია. ეს შესანიშნავი შედეგი იყო. მაგრამ შეგიძლიათ ამის გაკეთება ყველა თამაშში? არა. შეცდომა იყო რონალდუს მოედანზე არშეშვება, ამ წაგებაზე პასუხისმგებლობა გუნდის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს ეკისრება“, – განაცხადა ფიგუმ Sports 18-თან ინტერვიუში.