რონალდომ, რომელიც ბრაზილიასთან ერთად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ამდენჯერვე აქვს მოპოვებული „ოქროს ბურთი“, ჩემპიონთა ლიგის ფინალის პროგნოზი გააკეთა.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ ფინალურ შეხვედრაში „ლივერპული“ ანგარიშით 3:1 დაამარცხებს „ტოტენჰემს“.
ფინალური მატჩი პირველ ივნისს, მადრიდში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.