რონალდოს ახალი რეკორდი - პორტუგალიელი პირველია, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 20 გოლი გაიტანა #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში გოლი გაიტანა საფრანგეთის წინააღმდეგ და გერმანელ თავდამსხმელს, მიროსლავ კლოზეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირთა სიაში გაუსწრო.
პორტუგალიელმა პრესტიჟულ ტურნირებში სულ 20 გოლი გაიტანა, ხოლო გერმანელმა -19. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა გერმანელი გერდ მიულერი (18 გოლი). ხუთეულში ასევე შედიან გერმანიის წარმომადგენელი იურგენ კლინსმანი (16) და ფრანგი მიშელ პლატინი (14).
გასულ სეზონში სერია „ა“-ში კრიშტიანუ რონალდუმ 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში „პუშკაშ არენაზე“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მეორე გოლი მისთვის პორტუგალიის ნაკრებში 109-ე იყო. ამრიგად, რონალდომ გაიმეორა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ირანელ ფეხბურთელს ალი დაეს ეკუთვნის.