რონალდომ, შესაძლოა, „ალ ნასრი“ დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს #1TVSPORT
რონალდომ, შესაძლოა, „ალ ნასრი“ დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს #1TVSPORT

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, საუდის არაბეთის ლიგის გუნდი „ალ ნასრი“ დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს, – ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.

რონალდოს კონტრაქტი არაბულ გუნდთან 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ჯერ ახალი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი კი აშშ-ში 14 ივნისს დაიწყება. მასში მონაწილეობას ხუთი კონტინენტის 32 გუნდი იღებს. ფინალური მატჩი 14 ივლისსაა დაგეგმილი.

კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრის“ წევრი 2023 წლის იანვარში გახდა. საუდის არაბეთის ლიგის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე 19 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა.