რონალდომ ფეხბურთში რასიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა

16:00, 11.07.2020

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდომ ფეხბურთში რასიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მონაწილეობა ფიფას რასიზმთან ბრძოლის კამპანიაში «All together» მიიღო.

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ კამპანიის ნაწილი ვარ. რასიზმთან ბრძოლა შავკანიანებისთვის ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლაა ყველასთვის. რასისტად არავინ იბადება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ადამიანებთან, რომლებიც სწავლობენ, იყვნენ რასისტები. ეს საერთო ბრძოლაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – ციტირებს „ასი“ რონალდოს.

მსგავსი